Sunday, September 3, 2017

ჩემი პროექტის იდეა

           ,,მათემატიკა -გვიადვილებს  ცხოვრებას''
     ცხოვრება მათემატიკის გარეშე წარმოუდგენელია.მისი ცოდნა გვიადვილებს მთელი რიგი  საყოფაცხოვრებო  პრობლემების გადაჭრას.  ერთ-ერთი  ასეთია საკითხი, თუ როგორ შეიძლება  მინიმალური  დანახარჯებით  ოთახის  გარემონტება.
   პროექტი  მოსწავლეს შესაძლებლობას  აძლევს სასწავლო  აქტივობა დაუკავშიროს ავთენტურ  და ცხოვრებისეულ საკითხებს.,  განუვითარებს  მაღალი დონის  სააზროვნო  უნარებს,შესძენს ცოდნას და ისეთ  უნარ-ჩვევებს,რომლებიც რეალურ ვითარებაში გამოადგება:  გონივრული გადაწყვეტილების  მიღება, თანამშრომლობა და სხვ.
მოსწავლე  პრობლემის გადასაჭრელად მოიპოვებს  მონაცემებს;  აწარმოებს გაზომვებს,ანგარიშობს  ბრტყელი  ფიგურის   და  მართი  პრიზმის, კერძოდ,  ოთახის  კედლებისა და ჭერის  ფართობს.  პოულობს დანახარჯებს.
 ახდენს პრეზენტაციას, წარმოადგენს  მუშაობის  პროცესის  ამსახველ  ციფრულ  ფოტოებს.

1 comment:

  1. გავეცანი შენს იდეას, ძალიან მომეწონა. მართლაც,რომ წარმოუდგენელია ცხოვრება მათემატიკის გარეშე. ამ პროექტის სწავლებით ბავშვები შესძლებენ მათემატიკის ცხოვრებისეულ საკითხებთან დაკავშირებას.

    ReplyDelete