Wednesday, September 27, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია

როგორც  ყოველთვის,ჯერ  გავიმეორეთ  შესწავლილი მასალა  და  შემდეგ  შევუდექით  ახლის  შესწავლას.  გავაანალიზეთ  შევსებული   დროის  ჩარჩო,  მივიღეთ  ტრენერისაგან უკუკავშირი. ვიმუშავეთ  ბლოგისა და   გუგლდრაივის  დაკავშირებაზე,  ტექნიკური  ხარვეზების  მიუხედავად , შევძელით  ამ ორი  ინტერნეტ  სივრცის  დაკავშირება. გავეცანით საავტორო  უფლებებს,   საჭირო  ინფორმაციების  მოძიებას  სანდო  წყაროებიდან . ვისწავლეთ  როგორ  ჩავსვათ  ლინკები  საქაღალდეში. მივიღეთ დავალებები  სათანადო  ინსტრუქციებით.

Wednesday, September 13, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

დღეს  თვალი გადავავლეთ  წინა ტრენინგებზე  შესწავლილ  მასალას.  განვიხილეთ  დავალება და ტრენერისგან   მივიღე  უკუკავშირი. ვისწავლეთ  ჩვენი  ბლოგის  გალამაზება-  ფონის შეცვლა(რისი  სწავლაც  ძალიან  მინდოდა),  ბლოგზე  ახალი გვერდების შექმნა.
დრაივში მოვნახეთ   სასწავლო  პროექტის  გეგმის  შაბლონი  და  მისი შევსება  დავიწყეთ    .გავეცანით თეორიულ მასალას: პროექტის  შეფასება, შეფასების სტრატეგიები.  გავაანალიზეთ  შეფასების დროის  ჩარჩო და  მივიღეთ  დავალების  ინსტრუქცია.საკმაოდ  საინტერესო და შრომატევადი დღე იყო.

Friday, September 8, 2017

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

                 ზოგადი კითხვა:
*რატომ  გვჭირდება მათემატიკის  ცოდნა?
                 თემატური კითხვები:
*რატომ  გვჭირდება  ფიგურის ფართობის  გამოთვლა?


                  შინაარსობრივი კითხვები:

*რას უდრის მართკუთხედის  ფართობი?
*როგორ გამოვთვალოთ  მართი პრიზმის ზედაპირის ფართობი?
*რა  ერთეულებში იზომება  ფართობი?

პროექტის მიზნები

მოსწავლე :
*ადგენს  თავისი  მუშაობის ალგორითმს,
*  მოიძიებს ინფორმაციას  ინტერნეტის  საშუალებით  და ახდენს   საჭირო  მასალის   შერჩევას  ფერების, ფასების,ხარისხის  მიხედვით, არჩევს ალტერნატიულ ვარიანტს.
*ასრულებს საჭირო გაზომვებს-ადგენს  ოთახის განზომილებებს.
*იყენებს  მართკუთხედის ფართობისა და მართი პრიზმის  ზედაპირის   გამოსათვლელ  ფორმულებს .
*ასრულებს   რიცხვებზე  არითმეტიკულ  მოქმედებებს  ფიგურის  უცნობი  ზომის დასადგენად,  ირჩევს  შესაბამის  ზომის  ერთეულებს, ადგენს   მინიმალური  დანახარჯის  ოდენობას.
*ახდენს  პრეზენტაციას. წარმოადგენს  მუშაობის  ფოტო მასალას.   მიღებულ ცოდნას  იყენებს   ანალოგიურ პრაქტიკულ საქმიანობაში.

Wednesday, September 6, 2017

სასწავლო შედეგები


მათ. VIII.2.       მოსწავლეს შეუძლია რაციონალურ რიცხვებზე მოქმედებების შესრულება და მათი შედეგის შეფასება.
  • ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით ირჩევს რა უფრო მიზანშეწონილია - მოქმედებათა შედეგის შეფასება თუ მისი ზუსტი მნიშვნელობის პოვნა;

მათ. VIII.4.  მოსწავლეს შეუძლია გამოთვლებთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნა.
  • იყენებს გამორიცხვის ან ამოწურვის მეთოდს რიცხვებზე ამოცანების ამოხნისას და განმარტავს გამოყენებულ ხერხს (მაგალითად, ავსებს არითმეტიკული მოქმედების წერითი ალგორითმის ნიმუშს, სადაც ზოგიერთი რიცხვი სიმბოლოებით არის შეცვლილი);
  • ირჩევს და იყენებს სიდიდის შესაფერის ერთეულებს; გამოსახავს მცირე ერთეულს დიდი ერთეულის გამოყენებით.
მათ. VIII.9.  მოსწავლეს შეუძლია ფიგურისა და მისი ელემენტების ზომების მოძებნა.
·         იყენებს ფიგურათა თვისებებს და ტოლი ფიგურების შესაბამისი ელემენტების შედარების მეთოდს ფიგურის ელემენტის უცნობი ზომის მოსაძებნად;
·         პოულობს ფიგურის ფართობს მარტივ ფიგურებად დაყოფის ან მარტივ ფიგურამდე შევსების ხერხით;


Sunday, September 3, 2017

მეორე დღის რეფლექსია

ტრენინგის პირველ დღეს გავეცანი  ტრენინგის მიზნებს, შინაარსს. მეორე დღისთვის საპროექტო  თემა უნდა შემერჩია.  მრავალი  იდეა   მომივიდა  თავში, ბოლოს არჩევანი გავაკეთე  .პროექტზე: ,, მათემატიკა  გვიადვილებს  ცხოვრებას''
მეორე დღე  ძალიან დატვირთული გვქონდა.შევქმენით ბლოგი,შევიტანეთ ჩემი პროექტის იდეა,   ვისწავლეთ მისი კორექტირება,  შეცვლა, გამოქვეყნება.   შევქმენით ახალი საქაღალდეები  და სხვ.  ეს დღე  შრომატევადი და ძალიან სასარგებლო იყო  ჩემთვის.

ჩემი პროექტის იდეა

           ,,მათემატიკა -გვიადვილებს  ცხოვრებას''
     ცხოვრება მათემატიკის გარეშე წარმოუდგენელია.მისი ცოდნა გვიადვილებს მთელი რიგი  საყოფაცხოვრებო  პრობლემების გადაჭრას.  ერთ-ერთი  ასეთია საკითხი, თუ როგორ შეიძლება  მინიმალური  დანახარჯებით  ოთახის  გარემონტება.
   პროექტი  მოსწავლეს შესაძლებლობას  აძლევს სასწავლო  აქტივობა დაუკავშიროს ავთენტურ  და ცხოვრებისეულ საკითხებს.,  განუვითარებს  მაღალი დონის  სააზროვნო  უნარებს,შესძენს ცოდნას და ისეთ  უნარ-ჩვევებს,რომლებიც რეალურ ვითარებაში გამოადგება:  გონივრული გადაწყვეტილების  მიღება, თანამშრომლობა და სხვ.
მოსწავლე  პრობლემის გადასაჭრელად მოიპოვებს  მონაცემებს;  აწარმოებს გაზომვებს,ანგარიშობს  ბრტყელი  ფიგურის   და  მართი  პრიზმის, კერძოდ,  ოთახის  კედლებისა და ჭერის  ფართობს.  პოულობს დანახარჯებს.
 ახდენს პრეზენტაციას, წარმოადგენს  მუშაობის  პროცესის  ამსახველ  ციფრულ  ფოტოებს.