Wednesday, October 11, 2017
მერვე დღის რეფლექსია
ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღე. განვიხილეთ სრულყოფილად შევსებული სასწავლო პროექტის გეგმა, მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისაგან. ვისწავლეთ ბროშურის დამზადება და მისი გაფორმება.
Saturday, October 7, 2017
მეშვიდე დღის რეფლექსია
როგორც ყოველთვის,დღევანდელი დღეც ნაყოფიერი იყო: თვალი გადავავლეთ შესწავლილ მასალას, ვისწავლეთ მოსწავლის ნამუშევრის ბლოგზე განთავსება, ასევე, საჭირო და საინტერესო ვიდეოს მოძებნა იუთუბზე და მისი გადმოტანა ბლოგზე.
Thursday, October 5, 2017
მეექვსე დღის რეფლექსია
საინტერესო და შრომატევადი დღე გვქონდა:სასწავლო პროექტის გეგმის შევსებულ ნაწილზე მივიღეთ ტრენერის უკუკავშირი, განვიხილეთ შეფასების რუბრიკები, ვიმსჯელეთ მის გამოყენებაზე.
ვიმუშავეთ Power Point-ში სლაიდების შექმნაზე.მივიღეთ დავალება;შევქმნათ მოსწავლის სავარაუდო პროექტი და მის შესაფასებლად მოვახდინოთ რუბრიკის ადაპტაცია.
ვიმუშავეთ Power Point-ში სლაიდების შექმნაზე.მივიღეთ დავალება;შევქმნათ მოსწავლის სავარაუდო პროექტი და მის შესაფასებლად მოვახდინოთ რუბრიკის ადაპტაცია.
Saturday, September 30, 2017
Wednesday, September 27, 2017
მეხუთე დღის რეფლექსია
როგორც ყოველთვის,ჯერ გავიმეორეთ შესწავლილი მასალა და შემდეგ შევუდექით ახლის შესწავლას. გავაანალიზეთ შევსებული დროის ჩარჩო, მივიღეთ ტრენერისაგან უკუკავშირი. ვიმუშავეთ ბლოგისა და გუგლდრაივის დაკავშირებაზე, ტექნიკური ხარვეზების მიუხედავად , შევძელით ამ ორი ინტერნეტ სივრცის დაკავშირება. გავეცანით საავტორო უფლებებს, საჭირო ინფორმაციების მოძიებას სანდო წყაროებიდან . ვისწავლეთ როგორ ჩავსვათ ლინკები საქაღალდეში. მივიღეთ დავალებები სათანადო ინსტრუქციებით.
Sunday, September 24, 2017
Wednesday, September 13, 2017
მეოთხე დღის რეფლექსია
დღეს თვალი გადავავლეთ წინა ტრენინგებზე შესწავლილ მასალას. განვიხილეთ დავალება და ტრენერისგან მივიღე უკუკავშირი. ვისწავლეთ ჩვენი ბლოგის გალამაზება- ფონის შეცვლა(რისი სწავლაც ძალიან მინდოდა), ბლოგზე ახალი გვერდების შექმნა.
დრაივში მოვნახეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი და მისი შევსება დავიწყეთ .გავეცანით თეორიულ მასალას: პროექტის შეფასება, შეფასების სტრატეგიები. გავაანალიზეთ შეფასების დროის ჩარჩო და მივიღეთ დავალების ინსტრუქცია.საკმაოდ საინტერესო და შრომატევადი დღე იყო.

Friday, September 8, 2017
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა:
*რატომ გვჭირდება მათემატიკის ცოდნა?
თემატური კითხვები:
*რატომ გვჭირდება ფიგურის ფართობის გამოთვლა?
შინაარსობრივი კითხვები:
*რას უდრის მართკუთხედის ფართობი?
*როგორ გამოვთვალოთ მართი პრიზმის ზედაპირის ფართობი?
*რა ერთეულებში იზომება ფართობი?

პროექტის მიზნები
მოსწავლე :
*ადგენს თავისი მუშაობის ალგორითმს,
* მოიძიებს ინფორმაციას ინტერნეტის საშუალებით და ახდენს საჭირო მასალის შერჩევას ფერების, ფასების,ხარისხის მიხედვით, არჩევს ალტერნატიულ ვარიანტს.
*ასრულებს საჭირო გაზომვებს-ადგენს ოთახის განზომილებებს.
*იყენებს მართკუთხედის ფართობისა და მართი პრიზმის ზედაპირის გამოსათვლელ ფორმულებს .
*ასრულებს რიცხვებზე არითმეტიკულ მოქმედებებს ფიგურის უცნობი ზომის დასადგენად, ირჩევს შესაბამის ზომის ერთეულებს, ადგენს მინიმალური დანახარჯის ოდენობას.
*ახდენს პრეზენტაციას. წარმოადგენს მუშაობის ფოტო მასალას. მიღებულ ცოდნას იყენებს ანალოგიურ პრაქტიკულ საქმიანობაში.

Wednesday, September 6, 2017
სასწავლო შედეგები
- ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით ირჩევს რა უფრო
მიზანშეწონილია - მოქმედებათა შედეგის შეფასება თუ მისი ზუსტი მნიშვნელობის
პოვნა;
მათ. VIII.4. მოსწავლეს შეუძლია გამოთვლებთან დაკავშირებული ამოცანების ამოხსნა.
- იყენებს გამორიცხვის ან ამოწურვის მეთოდს რიცხვებზე ამოცანების ამოხსნისას და განმარტავს გამოყენებულ ხერხს (მაგალითად, ავსებს არითმეტიკული მოქმედების წერითი ალგორითმის ნიმუშს, სადაც ზოგიერთი რიცხვი სიმბოლოებით არის შეცვლილი);
- ირჩევს და იყენებს სიდიდის შესაფერის ერთეულებს; გამოსახავს მცირე ერთეულს დიდი ერთეულის გამოყენებით.
·
იყენებს ფიგურათა თვისებებს და ტოლი ფიგურების შესაბამისი ელემენტების
შედარების მეთოდს ფიგურის ელემენტის უცნობი ზომის მოსაძებნად;
·
პოულობს ფიგურის ფართობს მარტივ ფიგურებად დაყოფის
ან მარტივ ფიგურამდე შევსების ხერხით;
Sunday, September 3, 2017
მეორე დღის რეფლექსია
ტრენინგის პირველ დღეს გავეცანი ტრენინგის მიზნებს, შინაარსს. მეორე დღისთვის საპროექტო თემა უნდა შემერჩია. მრავალი იდეა მომივიდა თავში, ბოლოს არჩევანი გავაკეთე .პროექტზე: ,, მათემატიკა გვიადვილებს ცხოვრებას''
მეორე დღე ძალიან დატვირთული გვქონდა.შევქმენით ბლოგი,შევიტანეთ ჩემი პროექტის იდეა, ვისწავლეთ მისი კორექტირება, შეცვლა, გამოქვეყნება. შევქმენით ახალი საქაღალდეები და სხვ. ეს დღე შრომატევადი და ძალიან სასარგებლო იყო ჩემთვის.

ჩემი პროექტის იდეა
,,მათემატიკა -გვიადვილებს ცხოვრებას''
ცხოვრება მათემატიკის გარეშე წარმოუდგენელია.მისი ცოდნა გვიადვილებს მთელი რიგი საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრას. ერთ-ერთი ასეთია საკითხი, თუ როგორ შეიძლება მინიმალური დანახარჯებით ოთახის გარემონტება.
პროექტი მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს სასწავლო აქტივობა დაუკავშიროს ავთენტურ და ცხოვრებისეულ საკითხებს., განუვითარებს მაღალი დონის სააზროვნო უნარებს,შესძენს ცოდნას და ისეთ უნარ-ჩვევებს,რომლებიც რეალურ ვითარებაში გამოადგება: გონივრული გადაწყვეტილების მიღება, თანამშრომლობა და სხვ.
მოსწავლე პრობლემის გადასაჭრელად მოიპოვებს მონაცემებს; აწარმოებს გაზომვებს,ანგარიშობს ბრტყელი ფიგურის და მართი პრიზმის, კერძოდ, ოთახის კედლებისა და ჭერის ფართობს. პოულობს დანახარჯებს.
ახდენს პრეზენტაციას, წარმოადგენს მუშაობის პროცესის ამსახველ ციფრულ ფოტოებს.

Subscribe to:
Posts (Atom)